საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდი საზოგადო მოღვაწის, იურისტის და ადვოკატის, რეფორმატორის და ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე 8 ნოემბერი ადვოკატის დღედ დაწესდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად იდგა პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე, იცავდა საკუთარ დამოუკიდებლობას და იბრძოდა საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებისათვის.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული პრინციპებისა და ადვოკატთა განათლების განვითარების კუთხით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა საკანონმდებლო საქმიანობის თვალსაზრისით, მაგალითისთვის საკმარისია საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ადვოკატის პროფესიული გარანტიები. იქცა მართლმსაჯულების მეტრად.
საერთაშორისო ექსპერტების, ევროპის და პოსტსაბჭოთა ადვოკატთა ასოციაციების შეფასებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ჩამოყალიბდა ერთიან, ძლიერ, კომპეტენტურ ორგანიზაციად, რომელიც მართლმსაჯულების ხერხემალია საქართველოში.